რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დედის დღეს ქალები უფასო კონსულტაციით ისარგებლებენ


  • რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დედის დღეს, 3 მარტს ქალბატონებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გამართავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალები უფასოდ შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:

კარდიოლოგი (ეკგ), მამოლოგი, გინეკოლოგი, ნეიროქირურგი, ქირურგი, თორაკოქირურგი, ანგიოქირურგი, ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ექიმები ქალბატონებს მოემსახურებიან 10:00-16:00 საათამდე.

ინფორმაციას რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს თავის ფეისბუქგვერდზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × 4 =

Akismet ანტისპამი