- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 156 კოვიდპაციენტი, მათ შორის 70 საშუალო სიმძიმის.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 12 მძიმე. “სენამედის”კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი, მათ შორის მძიმე 5.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 30 პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 158.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 98 ადამიანი.