- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 143 კოვიდპაციენტი, მათ შორის 85 საშუალო სიმძიმის და მძიმე 6.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 10 მძიმე.
“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი, მათ შორის მძიმე 10.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 30 პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 23 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 23 პაციენტი, საშუალო სიმძიმის 19.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 429.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 72 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით რუხის კლინიკაში 69 წლის ქალი გარდაიცვალა.