- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 150 კოვიდპაციენტი, მათ შორის 70 საშუალო სიმძიმის.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი, მათ შორის მძიმე 6.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს 28 პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 22 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 330.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 71 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 79 წლის ქალი კორონავირუსით გადაიცვალა. ის რუხის კლინიკაში მკურნალობდა.