რუხის და ჭითაწყარის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს


  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სოფელ რუხის საჯარო სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სოფელ ჭითაწყარის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სოფელ რუხში კი 100 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.

უწყების ცნობით, პროექტების ფარგლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკები, სამეცნიერო ლაბორატორიები, კვების სივრცეები, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახები, სპორტული დარბაზები, სათამაშო მოედნები და რეკრეაციული ზონები.

ორივე სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen + 6 =

Akismet ანტისპამი