რუსულმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს


  • რუსულმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს და საჰაერო დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, – ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება.

“რუსებმა ქალაქს ქვემეხებიდან ესროლეს, შედეგ კი საჰაერო დარტყმა მიიტანეს. დაჭრილებს შორის არის 11 წლის ბავშვი”, – აცხადებს კირილენკო.

ცნობილია, რომ 1-ელი ივლისის ღამეს რუსული არმია ოდესის ოლქის, ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონის სოფელ სერგეევკას დაესხა თავს. რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.