როგორ შევარჩიოთ სასკოლო ჩანთა


ზაფხული იწურება და მალე სკოლაც დაიწყება. სკოლისთვის პირველკლასელები განსაკუთრებით ემზადებიან. მშობლები სკოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტის–ჩანთის არჩევას ცდილობენ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩანთა მხოლოდ გარეგნული მოწონების გამო არ უნდა ავარჩიოთ, ის ბავშვისთვის მოსახერხებელი და უსაფრთხო უნდა იყოს.

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შევარჩიოთ სასკოლო ჩანთა.

● ჩანთა არ უნდა იყოს ბავშვის მხრებზე განიერი, და სიგრძეში 30 სანტიმეტრზე დიდი.

● პირველკლასელის ცარიელი ჩანთის წონა 700–1000 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. პედიატრების რჩევით კი, დატვირთული ჩანთის წონა ბავშვის წონის 10 % არ უნდა აღემატებოდეს.

● ჩანთა ბავშვს ზურგზე კარგად უნდა მოერგოს, ჩანთის სახელურების ზომა უნდა რეგულირდებოდეს და არ უნდა იყოს უხეში. ჩანთის ზედა ნაწილი ბავშვის მხრებზე მაღლა არ უნდა ფიქსირდებოდეს, ხოლო ქვედა ნაწილი თეძოებამდე არ უნდა წვდებოდეს.

● სახელურები უნდა იყოს განიერი, რადგან სიმძიმის ჩალაგების შემდეგ, მასა სწორად გადანაწილდეს და ბავშვს მხრები არ ატკინოს. ასევე ეცადეთ აარჩიოთ ისეთი ჩანთა, რომლის სახელურებსაც რამდენიმე ნაკერი ექნება, ასეთი ჩანთა უფრო გამძლეა.

● ჩანთა სიმძიმის ჩალაგებისას არ უნდა დეფორმირდებოდეს.

● კარგია, თუ ჩანთის საზურგეს გარედან სეტკის მსგავსი ნაჭერი ექნება გადაკრული–ბავშვი ნაკლებად გაოფლიანდება.

● უმჯობესი იქნება, თუ ჩანთა ნატურალური ქსოვილისგან იქნება. ასეთი ჩანთის მოძებნა გაგიჭირდებათ, ამიტომ შერჩეულ ჩანთას სუფთა ნაჭერი გადაუსვით და გაწმინდეთ, თუ ნაჭერზე ფერი არ გადავიდა ჩანთა არც ბავშვის ტანსაცმელს გააფერადებს და დასვრის და სავარაუდოდ გეცოდინებათ, რომ უხარისხო და საშიში საღებავით არ არის შეღებელი.

● თუ ბავშვი კლასგარეშე აქტივობებითაც იქნება დაკავებული და მას გვიან მოუწევს სახლში დაბრუნება, კარგია, თუ სინათლისამრეკლაველემენტიან ჩანთას შეურჩევთ. ბავშვის შენიშვნა შორიდანვე იქნება შესაძლებელი და ბავშვიც უსაფრთხოთ გადავა ქუჩაზე.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!