გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა


  • ახლადანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პარტიის თითოეულ წევრს და პოლიტსაბჭოს. 

“მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ბატონ მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის.
დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას. მინდა, ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები – შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრის პოსტს – ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლირებს მთავრობას და გააძლირებს პოლიტიკურ გუნდს. ბატონი ლევან იზორია ასევე მაღალ თანამდებობას დაიკავებს ჩვენს გუნდში – ის უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს.
ეს არის ცვლილებები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავრია. დანარჩენი, რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და დეტალურად იქ ვისაუბრებთ”.-განაცხადა გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!