- აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) თავის ოფიციალურ გვერდზე, მოსახლეობას შესთავაზა ნაჭრის პირბადეების სახლში შეკერვის უმარტივესი მეთოდები. ამ ტიპის პირბადეების შეკერვა შეუძლია ყველას, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე, ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის.
ინფორმაციისთვის:
CDC-ის ცნობით, უკანასკნელი კვლევების თანახმად, ასიმპტომური ( ინფიცირებული COVID-19-ით, მაგრამ უსიმპტომო) და პრესიმპტომური (გამოვლენილი სიმპტომები) პაციენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შესაძლოა გაავრცელოს ვირუსი ახლო კონტაქტის (ლაპარაკი, ცემინება, ხველება) მეშვეობით ისე, რომ არც იცოდეს მისი ავადმყოფობის შესახებ.
ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით CDC გასცემს რეკომენდაციას, რომ ადამიანებმა ატარონ ნაჭრის პირბადეები (არა სამედიცინო პირბადეები) საჯარო სივრცეებში, სურსათის მარკეტებში და აფთიაქებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლებია და სადაც რთულია 2 მეტრამდე სოციალური დისტანცირების წესების დაცვა.