როგორ გამოიყურება ამ წუთებში ზუგდიდის დატბორილი ბოტანიკური ბაღი


  • მიუხედავად ნალექის სიმცირისა, ცალსახად შესამჩნევი იყო ზუგდიდის ახლადრეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღის სხვადასხვა ლოკაციის დაჭაობება-დატბორვა სწორედ რეაბილიტაციის შემდეგ.

ბაღის თანამშრომლები დატბორილ ადგილებში ხეების ჩამოცვენილ და მობოჭილ ფოთლებს ყრიდნენ წყლის ამოსაშრობად. მაგრამ ბოლო დღეებში მოსული არც თუ ისე დიდი ნალექის შედეგებმა ბაღში, მოლოდინს გადააჭარბა, ბაღის ტერიტორიის  მთელ რიგ ადგილებზე, უფრო დასავლეთით, წვიმამ პირდაპირ “ტბა ჩააყენა”-ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასეთი დატბორვა ალბათ საშიშროებას შეუქმნის ბოტანიკური ბაღის უნიკალურ ნარგავების სიცოცხლეს. საეჭვოა, რომ მისი რეაბილიტაციის დროს დაშვებულ იქნა სერიოზული შეცდომები. საზოგადოება სპეციალისტებისგან განმარტებას ელოდება.

“ზუგდიდელები” გაწვდით ფოტოებს თუ როგორ გამოიყურებოდა წუხელ და გამოიყურება ახლა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.

 


კომენტარი

  1. თამარ ხასია

    რა უნდა ვთქვა, 1-ლ რიგში, გული მწყდება, მეორე – მე-19 საუკუნის დასაწყისის გერმანელმა მებაღემ უფრო მეტი იცის, ვიდრე 21-ე საუკუნის ქართველმა მებაღემ. ფული ტყუილად რომ ჩაიყარა წყალში ( მაგრამ სინამდვილეში ვიღაცის ჯიბეში) გასაგებია, ახლა კიდევ მეტს ჩაყრიან უსარგებლო ტვინები…

  2. პირადათ მერი

    კარგით რა, რა პანიკა ატეხეთ. ?. რავი, ზოგადად გეთანხმებით, 12 მილიონად შესაძლებელი იყო უფრო მასშტაბიანი და შთამბელდსვი დატბორვის მოწყობა

  3. ლიკა

    თითქმის ორი წელია რაც ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია მივდინარეობს და ნუთუ აქამდე არ უწვიმია და ვერ შეამჩნიეს რომ წყალს გასასვლელი არ ქონდა?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!