გაიმართება უფასო კონსულტაციები


26 იანვარს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში (ზუგდიდის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკა“) კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება.

პაციენტებს კონსულტაციებს  12:00–დან 17:00 საათამდე თბილისიდან მოწვეული და  ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი კარდიოლოგები ჩაუტარებენ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ზუგდიდის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკა“ მოსახლეობის წინაშე განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი სამედიცინო სერვისებითა და ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სახელით წარსდგა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი, რეგიონის მოსახლეობას უკვე სრულ კარდიოინტენსიურ სერვისს სთავაზობს.  თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ  კათეტერიზაციის ლაბორატორიაში კორონაროგრაფიის პროცედურები უახლესი რეკომენდაციების მიხედვით წარმატებით მიმდინარეობს. კარდიოინტენსიურ სამსახურში ადგილობრივ ექიმებთან ერთად პაციენტებს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები მკურნალობენ.

კარდიოინტესიური სამსახურის განვითარება რეგიონში გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას მკვეთარად შეამცირებს.

 სამედიცინო კონსულტაციაზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.