“რეტროს” პირველი ადგილი


ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ვოკალურმა სტუდიამ „რეტრო“ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში – ”მშვიდობა, ხელოვნება და ზღვა” პირველი ადგილი დაიკავა. კონკურსის მთავარი პრიზი, გრან-პრი მარიამ ღულათავამ მიიღო.  კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 9 ქვეყნიდან მიწვეულმა ვოკალურმა ჯგუფებმა.

სტუდია “რეტროს” მოსწავლეები კონკურსზე კომპანიის “Magic Group” და ქალაქ ზუგდიდის მერიის  და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით იმყოფებოდნენ.