რაფავების ოჯახს, ჭკადუაშში, საზოგადოების დახმარება სჭირდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მცხოვრებ 27 წლის ედო რაფავას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მას ცურვისას დაუზიანდა ხერხემალი. კერძოდ, მოიტეხა ხერხემლის S12 კისრის ნაწილი. აქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ვენების ემბოლია და თრომბოზი. აღენიშნება ზედა პარაპარეზი და ქვედა პარაპელგია. დაზიანებულია გულმკერდის არე და ფილტვის ქსოვილის კერები ორივე მხარეს. ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე. საჭიროებს რეაბილიტაციას საზღვარგარეთ.

ოჯახმა, მეგობრებმა, ნათესავებმა, რაც შეეძლოთ დღემდე უკვე გააკეთეს. რაფავების ოჯახს უკვე საზოგადოების დახმარება სჭირდება, რომ ახალგაზრდამ შეძლოს რეაბილიტაციის სრული კურსის გავლა და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მისთვის გახსნილია ანგარიშის ნომერი. ერთი ლარიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად.

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი GE72BG0000000161643709

ლიბერთი ბანკი GE15LB0711199777718000

თიბისი ბანკი PaypalGE62TB7505645061600033 მიმღები: ალბინა რაფავა

ტელეფონის ნომერი: 568 84 46 47


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.