- ჩინეთში, სპეციალისტებმა კომპიუტერული მოდელირების გზით დაადგინეს როგორ გადადის ვირუსი საპირფარეშოს საშულებით. მოდელირებამ აჩვენა, რომ უნიტაზში წყლის ჩარეცხვის შემდეგ, ჰაერში მცირე ზომის ნაწილაკების მასა იწევს ზევით.
აღნიშნული ნაწილაკები ჰაერში ერთ წუთზე მეტ ხანს რჩება. ზოგადად, წყლის ჩარეცხვის შემდეგ, SARS-CoV-2-ის ნაწილაკების დაახლოებით 60% იფრქვევა უნიტაზის გარეთ. კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნების რისკი იზრდება თუ საპირფარეშოთი რამოდენიმე ადამიანი სარგებლობს. განსაკუთრებით სახიფათოა საზოგადოებრივი საპირფარეშოები. ინფიცირების რისკის შესამცირებლად, წყლის ჩარეცხვის წინ, უნიტაზს სახურავი უნდა დავახუროთ.