“დამღალა დღევანდელმა დღემ, მაგრამ ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ხობის პოლიციამ გამოძიება განაახლა. გამოკითხვა 4 საათზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. და რაც მთავარია, იმედი გამიჩნდა ძალიან დიდი, რომ გამტაცებლების (როგორც დამკვეთის, ასევე შემსრულებლების) ვინაობას სულ მოკლე ხანში გავიგებ(თ).” –
ასეთი პოსტი დადო დღეს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამეგრელოს მედიაორგანიზაციის დირექტორმა, ჟურნალისტმა მალხაზ ბასილაიიამ. zugdidelebi.ge დაუკავშირდა მას და საქმის შესახებ ესაუბრა.”2008 წლის 10 აგვისტოს, მე და დედაჩემი ნათესავის, მზია მირგატიას სახლში ერთი დღით ჩავედით. სტუმრობიდან რამდენიმე საათში ჭიშკარს ვერცხლისფერი “ბმვ-ს” მარკის ავტომანქანა მოადგა, შემდეგ მუქი შინდისფერი მანქანაც გამოჩნდა. იქ მსხდომმა პირებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს და ტერიტორია დატოვეს. დაახლოებით 20 წუთში, ღამის 11 საათისთვის, ორივე მანქანა ისევ მოადგა ჭიშკარს. მასპინძლები მიეგებნენ. სტუმრებმა თავი პოლიციის თანამშრომლებად წარმოადგინეს და მე მიკითხეს. ორი სამხედროფორმიანი ახალგაზრდა მამაკაცი საუბარს მთხოვდა და მარწმუნებდა, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჰქონდათ. მე გავყევი. საუბრის მშვიდ ვითარებაში უზრუნველსაყოფად უცხო პირებმა მანქანაში ჩაჯდომა შემომთავაზეს. თუმცა მას შემდეგ, რაც წითელ მანქანაში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ სიმშვიდე ნამდვილად არ მელოდა. ორივე მანქანა ხეთადან ხამისკურის მიმართულებით გავიდა. გზაში მეკითხებოდნენ, თუ რა რეპორტაჟის მომზადებას ვგეგმავდი იმ დღეს ხეთაში. მე ვუხსნიდი, რომ აღარ ვმუშაობდი “მზერაში”, ვინაიდან გადაცემა დაიხურა და არც ვიდეოკამერა მქონდა, რომ მხოლოდ სტუმრად ვიყავი იმ სოფელში. ამის შემდეგ კითხვა შემომიტრიალეს და მკითხეს, რა აგიტაციას ვეწეოდი ხეთის მოსახლეობასთან. ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო. ისინი არც კი მიკონკრეტებდნენ, თუ რა სახის აგიტაციაზე იყო საუბარი. ამასობაში ცენტრალურ ტრასაზე მდებარე რესტორან “ჯეგეთას” მივუახლოვდით. მარჯვნივ გადაუხვიეს. მანქანა გააჩერეს და ძირს ჩამომაგდეს. 7 კაცი უმოწყალოდ მირტყამდა მუცელში, თავში და საერთოდ მთელ სხეულზე. თან მაიძულებდნენ მეღიარებინა აგიტაცია და აგენტობა, მაგრამ ვერ გეტყვით ვისი ან რისი. მიმეორებდნენ, შენ სააკაშვილის “ღირსების ორდენმა” ხომ არ გაგათამამაო, ეგ ვერ გიშველის, აღიარეო. ორი სამხედროფორმიანი, რომელიც მე მამაგრებდა, ვითომ “შეფისგან” მალულად ყურში მიჩურჩულებდა, აღიარე აგენტობა, თორემ მოგკლავენო. ნახევარსაათიანი ცემის შემდეგ, როცა დარწმუნდნენ, რომ “ამღიარებელი” არ ვიყავი, ერთმა პირმა, რომელსაც, ალბათ, მეთაურობა ეკისრა, თქვა, რომ ჩემთვის შარვალი ჩაეხადათ. წელზე ქამარი მომხსნეს, ჩამხადეს და ერთ-ერთს უბრძანეს, ეგ საქმე შენ უკეთ გამოგდის და მიდიო… საბედნიეროდ ეს სისასტიკე გადაიფიქრეს. ცემისგან გაბრუებული მანქანაში ჩამაგდეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს, სხვა გზა არ არის, უნდა მოვკლათო. ერთს ეკითხებოდნენ ტომარა, ბარი და ნიჩბები წამოიღეთ თუ არაო. ავტომანქანებმა გეზი ზუგდიდის მიმართულებით აიღეს. შავი მაისური, რომელიც მეცვა, აწიეს და სახეზე ამაფარეს, მაგრამ გამჭვირვალე იყო და კარგად დავინახე, რომ ტრასიდან გადაუხვიეს და ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძის გზას დაადგნენ. ამ დროს წინ მჯდომ “მეთაურს” ვიღაცამ დაურეკა. მისი პასუხები იყო “ხო, არა, კი, კარგი მაშინ”. ეტყობა, ბრძანება მიიღო და მანქანა ისევ ხეთისკენ შემოაბრუნეს. იმ ტერიტორიასთან ახლოს, სიმინდის ყანებში ჩამომაგდეს, სადაც პირველად მცემეს. თუმცა ჩემი ცემა იქაც გააგრძელე.ს წასვლის წინ მითხრეს,”არ გვიცნობ, არ გიცნობთო”
ჟურნალისტი ამბობს, რომ სქმეში მაღალჩინოსნები არიან გარეულნი და გამოძიების იმედი აქვს, რომ მათ ვინაობას დაადგენენ. კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტმა გამოძიებისთვის ახლა მიემართა, ბასილაია ამბობს, “მანამდეც ბევრჯერ მივმართე თუმცა პასუხს ვერ ვიღებდი. ახლა კი თავად მინისტრი შევაწუხე ამ საქმეზე. შედეგმაც არ დააყოვნა. თაროზე შემოდებული საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.” პოსტიდან ვიგებთ, რომ საქმეში ჟურნალისტიც არის გარეულლი.
მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია ვისაუბრო დამატებით დეტალებზე.”