შეხვედრა-დისკუსია “კიბოს პრევენცია და ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების სტატისტიკა” საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ორგანიზაციის ‘’კარიტასის’’ პატრონაჟით ჩატარდა ადგილობრივი მედიაჯგუფებისათვის.
პროექტის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის შესახებ. პროექტი ასევე მოიცავს სამედიცინო პერსონალის გადამზადებასაც. მოსახლეობის განათლების კუთხით, ამ პროექტის ფარგლებში, სამეგრელოში მუშაობს პარტნიორი ორგანიზაცია ‘’თანადგომა’’. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ორგანიზაციამ შეხვედროდა მხოლოდ ჟურნალისტებს. პროექტის მენეჯერმა, ქალბატონმა თამარ კურტანიძემ განაცხადა: – მასმედია არის პირვეელი ინფორმაციის წყარო, საიდანაც მოსახლეობა იგებს ახალ ამბებს. ამიტომ, ჩვენთვის ამ საქმეში მასმდიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მიაწვდის ის მოსახლეობას ამ დაავადებების შესახებ სწორი ინფორმაცია, – თუნდაც ის, რომ ადამიანმა ჯერ კიდევ ჯანმრთლმა უნდა მიაკითხოს ექიმს, თორემ როცა მძიმე სენით დაავადდება, მერე გვიანია. სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდის და ზოგადად, საქართველოს რეალობაში, ბევრს ეთაკილება ონკოლოგთან მისვლა და კონსულტაცია. ისიც კი ესირცხვილებათ და არ ამხელენ, რომ სიმსივნე აქვთ. ჩვენ გვინდა, სწორედ მედიის საშუალებით გამოვასწოროთ ეს სიტუაცია და მოვაცილოთ ხალხს ის, რასაც ჩვენს ენაზე სტიგმას ვეძახით, რისი მიზეზიცაა ამგვარი დისკრიმინაცია და პანიკური შიში ამ დაავადების მიმართ, რომელიც სულაც არაა გადამდები და განკურნებადია თუ დროზე მივიღებთ ზომებს.