პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრა გაიმართა


  • პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაჩანა ზარანდიამ და ტექნიკური სამსახურის თანამშრომელმა კოტე შამათავამ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა მოსწავლეებს დეტალურად განუმარტეს, რას ნიშნავს კიბერდანაშაული, კიბერშეტევა და რა სახის ქმედებები ითვლება დანაშაულად. პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს კიბერდანაშაულთან მიმართებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

ინფორმაციისთვის: საინფორმაციო შეხვედრების მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება კიბერდანაშაულის საფრთხეებზე, თავის დაცვის მექანიზმებსა და გამოძიების თავისებურებებზე.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 + nine =

Akismet ანტისპამი