პრემია „საბას“ ფინალისტებს შორის ზუგდიდელი ავტორის ნაწარმოებია


  • პრემია “საბას” 2022 წლის ფინალისტები ცნობილია. ჟიურიმ 227 წიგნი უკვე განიხილა და ფინალისტების სია ცნობილია 7 ნომინაციაში.

ფინალისტებს შორის ერთ-ერთია ზუგდიდელი ილია ჭანტურია. პრემიაზე წარდგენილია მისი სადებიუტო რომანი “გემი დავლანდე” (“არტანუჯი”).

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციის ფინალისტები აგვისტოში გამოცხადდება, ხოლო ნომინაციაში ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

წელს, ლიტერატურული პრემია „საბასთვის“ საიუბილეო თარიღია – კონკურსი მეოცედ გამოცხადდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.