პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა


  • საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხელი მოაწერა.

“დღეს ისტორიული დღე არის. მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში დღეს, ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე.

მადლობა მინდა ვუთხრა პარლამენტის წევრებს, ვინც დაუჭირა მხარი ამ ცვლილებას და პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა, უჭერს მხარს ამ ცვლილებებს, რამეთუ ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, ჩვენი სტაბილურობისკენ გადაგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნების დღისკენ, რომელიც გცელოდება ოქტომბერში.

მე ვთვლი, ჩემს თავს პასუხისმგებლად, კონსტიტუციით და მორალურად, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩვენების დღემდე, ამისთვის მე გადავდგი თავის დროზე მე ის რთული ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას და დღეს, სწორედ გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა.

არ შეიძლება ასევე ხაზი არ გავუსვა ასევე ელჩების, ფასილიტატორების როლს ამ პროცესში და მათ მადლობა ვუთხრათ იმიტომ, რომ ეს მათი ნაბიჯი, მათი ჩართვაც იყო ამ სტაბილურობის გამყარებისკენ ორიენტირებული.

ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი, ჩვენი წარმატებები, ამ პანდემიის დროს ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა, ბევრს შეიძლება არ აწყობდეს და ბევრი გამოწვევა იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე. ამ გზაზე გამოწვევებს გავუმკლავდებით ყველანი ერთად და მე მჯერა, ჩავატარებთ მშვიდობიან სამართლიან, გამჭვირვალე არჩევნებს როგორიც არის დაგეგმილი. ისიც მჯერა, რომ პანდემიაც ვერ შეგვიშლის ხელს ამაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!