პოლიცია უკანონოდ მოიქცა?


  გუშინ, “ევრაზიული კავშირის” წევრების მიერ გამართული აქციის მიმდინარეობას, “თავისუფალი ზონის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები დაუპირისპირდნენ. რის გამოც რამდენიმე მათგანი იქვე მობილიზებულმა ადგილობრივი პოლიციისა და საპატრულო პოლიციის ქვედნაყოფებმა დააკავეს.

 

დაკავებულები, მოგვიანებით, სასამართლომ დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.  დღეს “ზუგდიდელებს” დაუკავშირდა აქციის მონაწილე თემო მალანია, რომელიც გუშინ დაკავებულთაგან ერთ-ერთია. თემო მალანია “ნაციონალური მოძრაობის”  წევრი და “თავისუფალი ზონის”  თანამოაზრეა. ის თვლის, რომ პოლიციამ, გუშინ ის და მისი მეგობრები უკანონოდ დააკავა და ამით კიდევ ერთხელ შეასრულა პუტინის დავალება საქართველოში. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.