პირბადის ტარების წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, სასუნთქი სისტემის პრობლემის მქონეებს და შშმ პირებს


  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირბადის ტარების წესი არ გავრცელდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ასევე სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

“ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ბუნებრივია, გავითვალისწინეთ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები. არ გავრცელდება, აგრეთვე, იმ ადამიანებზე, ვისაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება. ყველაფერი ეს დეტალურად იქნება მითითებული მთავრობის დადგენილებაში. ასევე, არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, კონკრეტული სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!