პედაგოგი კობა (იაკობ) შონია დიაკვნად იკურთხა


  • 25 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაციამ) დიაკვნად დაასხა ხელი ზუგდიდელ პედაგოგს კობა (იაკობ) შონიას. დიაკონი იაკობი წალკის ღვთისმშობლის შობის ტაძარში იმსახურებს.

ინფორმაციისთვის: კობა შონია 2005-2010 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე. 2005 წლიდან დიაკვნობამდე მედავითნედ მსახურობდა, პარალელურად იყო მედავითნეობის კურსების მასწავლებელიც. 2012 წლიდან კერძო, 2015-დან კი-საჯარო სკოლებში ასწავლის მათემატიკას და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.

საეკლესიო მსახურების პარალელურად იგი კვლავ გააგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას ზუგდიდისა და მესტიის საჯარო სკოლებში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!