26 მაისი ზუგდიდში


  • ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებს, რუკებს, ფოტოებსა და აქტივობებს გაეცნონ.

გამოფენილია ადგილობრიბი მეწარმეების პროდუქცია.

დამთვალიერებლები სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სახალისო კითხვარს ავსებენ, მოეწყობილია ფოტო ზონა.

ზუგდიდის ბულვარში გაიმართა მეგრული „სთრიდ ფუდის“ ბაზარი, სადაც წარმოდგენილი იყო მეგრული მრავალფეროვანი ტრადიციული და გათანამედროვებული კერძები. მოეწყობილია საბავშვო აქტივობები და გუნდური თამაშები.

გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.

საღამოს 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიებები კონცერტით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას ანი კეკუა, სოფო ბედია, თიკა მახალდიანი, ელენე ფოჩხუა, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ მიიღებენ.

26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ზუგდიდის ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით ტარდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!