„პატრიოტები“ შიმშილობას იწყებენ


დღეს,  ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 13.00-სთ-ზე  „პატრიოტთა ალიანსის” რაიონული ოფისი იხსნება. ოფისის გახსნის ცერემონიალის დამთავრებისთანავე, ,,პატრიოტები“ შიმშილობას იწყებენ.  „ზუგდიდელებთან“ საუბარში ალიანსის წევრმა  თეონა ქარდავამ აღნიშნა, „ ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ მერიას, რომ შიმშილობას დავიწყებდით და კარვებს გავმართავდით ბულვარში, რაზეც უარი მივიღეთ. გადავწყვიტეთ, შიმშილობა დავიწყოთ ჩვენი ოფისის აივანზე. ალიანსის 6 წევრი დაიწყებს შიმშილობას და გააპროტესტებს შუალედური არჩვნების შედეგებს. პარალელურად მოვაწყობთ ორგანიზენულ  მსვლელობას მერიის – გუბერნიის შენობისკენ და ამით გავაპროტესტებთ მათ უარს ბულვარში კარვების დადგმაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.“