- ვლაქერნობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები საეკლესიო ჯილდოებითა და ხარისხებით დააჯილდოვა.
ღვთისმსახურებაში გამოჩენილი ღვაწლისთვის:
- დეკანოზ გალაქტიონ ფიფიას მიენიჭა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება;
- დეკანოზ ილია ლუკავას მიენიჭა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება;
- მღვდელი დავით ქირია აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
