- თბილისში ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირის “ჰარმონიას” ორგანიზებით, საერთაშორისო კონკურსი “პატარა ვირტუოზი” გაიმართა.
კონკურსზე მონაწილეობდნენ საგუნდო- სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო მიმართულების აღსაზრდელები: ეკატერინე არახამია მე-3 კლასი, ელენე შამუგია მე-3 კლასი, ილია ჩახაია მე-3 კლასი, დარე ცინდელიანი მე-3 კლასი, მართა ხასია მე-3 კლასი, ელენე ახვლედიანი მე-4 კლასი, გიორგი ცინდელიანი მე-4 კლასი.
პედაგოგები: ელისო ცანავა, ლამზირა კანკია და ნინელი აფხაზავა.
კონკურსის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება 15 მარტს, სადაც კონკურსანტები დაჯილდოვდებიან საპატიო დიპლომებით.