- საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, დავით კოდუას ადგილმონაცვლის, ზურაბ ქადაგიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა ცნოს ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.
დღეს, საკანონმდებლო ორგანომ დავით კოდუასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
დავით კოდუა ზუგდიდის მერად აირჩიეს, აღნიშნული თანამდებობა კი, პარლამენტის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელია.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს




