პანდემიის დროს, ისინი, ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავდნენ


  • პანდემიის დროს, ქვეყანაში და ქალაქში, იყო სამსახურები და იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ გაჩერებულან და დიდი რისკის ქვეშ, პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. ზუგდიდში, ერთ-ერთი ასეთი იყო “ზუგდიდიდასუფთავების ცენტრი.” ცენტრის თანამშრომლები, პირველივე დღიდან, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, უბნებს, სკვერებს, ბაღებს და მათ მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებდნენ. ცენტრის ერთ-ერთი ბრიგადირი, თენგიზ ფონია, გვიყვება, თუ როგორ მუშაობდა პანდემიის ყველაზე “ცხელ” დღეებში, დასუფთავების ჯგუფის წევრებთან: ბროლისა ლატარიასთან, ზაირა სალიასთან, მაული ხარჩილავასთან, ნანა აქუბარდიასთან, მარინა აქუბარდიასთან, ციცო კუტალიასთან, ვალერი ბარაბაშთან და მაია გვილიასთან ერთად ზუგდიდის სხვადასხვა უბანში.  

თენგიზ ფონია: პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი ვარ. დავამთავრე ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი წითელ დიპლომზე. “ზუგდიდდასუფთავებაში” 7 წელია ვმუშაობ. ჩემი სამუშაო დღე დილის რვის ნახევარზე იწყება. შემოვივლი საკურატორო უბანს დღეში რამდენიმეჯერ. ჩემს ჯგუფში არის 7 ადამიანი. დიახ, ჩვენს სამსახურს უდიდესი შრომა უწევს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვმართებს ქალაქის წინაშე. პანდემიის პერიოდში მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ვითვალისწინებდით ჯანდაცვის რეკომენდაციებს, ვიყავით ეკიპირებულები და ვაკეთებდით ჩვენს საქმეს გულისხმიერად. მე, ჯგუფთან ერთად, ვმონაწილეობდი ზუგდიდის ქუჩების მორწყვისა და დეზინფექციის ღონისძიებებში. საღამოს, კომენდატის საათის დაწყების შემდეგ ვაკეთებდით დეზინფექციას. დღის სხვა მონაკვეთში კი, ყოველ დღე, იგვებოდა ჩვენი ქალაქი და რა თქმა უნდა, ჩემი უბანიც”.

მალე დამთავრდება ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი. ჩვენი ქალაქიც ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდება. თენგიზ ფონია თანაქალაქელებს თხოვნით მიმართავს, გაუფრთხილდნენ დასუფთავებულ ტერიტორიებს, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სუფთა იერ-სახეზე. ” მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უდიერად ეპყრობა ჩვენს ქალაქს, არადა, ყველაფერი კეთდება, რომ სუფთა ქალაქი იყოს ზუგდიდი. თქვენ იცით, ჩვენი ქალაქი უკვე არაერთგზის დასახელდა ქვეყნის ერთ-ერთ სუფთა ქალაქად და ამ მონაპოვარს, ჩვენი თანაქალაქელებისგან, თითოეული ჩვენგანისგან,  გაფრთხილება სჭირდება.”

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!