- პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს.
“მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება შემდგომშიც გავაგრძლელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძლისა ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.