ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქცია გააუქმა, თუმცა საპროტესტო აქციები ხვალ დილით განახლდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.
მან დეპუტატებს მოუწოდა, ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი დღევანდელი სხდომა ერთსულოვნების ნიშნად გადაიდოს.
„რაც შეეხება მომდევნო გეგმებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე ხვალ, იმის მიხედვით, როდესაც პარლამენტში სხდომა გაიმართება და წესით, ხვალ უნდა იყოს მომდევნო სესია, ხვალ, 10:00 საათზე ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და მოვითხოვთ კვლავ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს.
ხვალ იმ ფორმით გავაპროტესტებთ, რა ფორმითაც ვაპროტესტებდით – ეს არის „სირცხვილის კორიდორი“, – განაცხადა უგულავამ.
წყარო