- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსზე კვლევა 77 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დაინფიცირების 7 შემთხვევა გამოვლინდა.
აფხაზეთში სულ კორონავირუსის 189 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 69 პაციენტი კი განიკურნა.