ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსზე კვლევა 235 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დაინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა.

აფხაზეთში სულ კორონავირუსის 182 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 66 პაციენტი კი განიკურნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.