ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი რუსი ტურისტია.

ინფორმაციას, კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ინფიცირებული ტურისტი სამკურნალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან კრასნოდარის მხარეში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე ინფორმაციით,  ოკუპირებულ აფხაზეთში კორნავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. „კოვიდ 19“-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 38 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen + three =

Akismet ანტისპამი