ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ორივე მათგანს გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების უკმარისობა აწუხებდა. შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.

მთლიანად, ამავე პერიოდში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი 67 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 4898-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 166 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3227-ს შეადგენს.

გუდაუთის საავადმყოფოში 94 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 21 პაციენტი, 25 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 30 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, სადაც ერთი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 39 პაციენტია მოთავსებული. მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, 35-ის კი საშუალო სიმძიმის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!