ნიუ იორკის მარათონი 2020 წელს არ ჩატარდება

  • 2020 წელს ნიუ იორკის პრესტიჟული მარათონი არ გაიმართება. ამის შესახებ ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა. მარათონის ჩატარება 1 ნოემბერს იყო დაგეგმილი.

„ორგანიზატორები აპლოდისმენტებს იმსახურებენ იმისთვის, რომ მაყურებლებისა და მონაწილეების უსაფრთხოება პირველ ადგილზე დააყენეს, – თქვა დე ბლაზიომ. – ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით მომდევნო მარათონს 2021 წლის ნოემბერში“.

უფრო ადრე, კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმეს რომის, ბოსტონის, ბერლინისა და პარიზის მარათონები.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.