„ნეპოტიზმი სამეგრელოში“-დავის საგანი


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებმა აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნონა ქვლივიძემ, გადაცემა „ბიზნესკურიერში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე სიუჟეტის მომზადებისას დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, 

 რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. განმცხადებელი, გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2016 წლის 12 მარტს  გადაცემა “ბიზნესკურიერში” გასულ სიუჟეტს „ნეპოტიზმი სამეგრელოში“ და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

პაატა ლაგვილავას მტკიცებით, ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა “განზრახ დაამახინაჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ”.

ქარტიაში მიმდინარე წლის 15 მარტს შესული განცახდების თანახმად: „აკაკი გოგიჩაიშვილს და ნონა ქვლივიძეს არ უცდიათ სიმართლის დადგენა და ენდნენ ერთ წყაროს, პოლიტიკური პარტიის წევრს, რომელიც გუბერნატორის წინააღმდეგ დაინტერესებული ფიგურაა. ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ფაქტები, რათა ეთერში გასულიყო ზუსტი, ინფორმაცია. მეტიც, ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესები და აქედან გამომდინარე, ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა განძრახ დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ”, განმცხადებლის აზრით, დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნონა ქვლივიძემ დაარღვიეს ეთიკის ქარტიის მხოლოდ პირველი პრინციპი.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სადაც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთრში გასული ბრალდებები უარყო და აღნიშნა,რომ ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია წარმოადგენდა სიცრუეს, ასევე ჟურნალისტმა არ სცა პატივი სიმართლეს, არ გამოიკვლია ის, არ გადაამოწმა ფაქტები და ენდო მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას (ნაციონალურ მოძრაობას) და დაიცვა მისი ინტერესები.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!