“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, დღეს, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, ქალაქის მეორე საჯარო სკოლასთან, თავიანთ ამომრჩევლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი მესიჯი იყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი სკაიპჩართვა,[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LbCJcBEHuUs[/embedyt]სადაც მან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა მისულიყვნენ არჩევნებზე და დაეფიქსირებინათ თავიანთი ხმა. ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა შეჩერებულ პროექტებზე და მოსახლეობას აღუქვა, რომ “ნაციონალების” ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ განახლება ეს პროექტები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=RCQn3rdlsSg[/embedyt]
შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს მოძრაობის ლიდერებმა: დავით ბაქრაძემ, ნიკა მელიამ, სანდრა რულოვსმა, ირმა ნადირაშვილმა, თენგიზ გუნავამ, ლაშა დამენიამ, ლელა ქებურიამ, ლევან კონჯარიამ და პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატებმა სამეგრელოს რეგიონიდან.