ნანა ქირია მომავლის გზას ასპროცენტიანი გრანტით გაუდგა


  • ნანა ქირიამ ზუგდიდის მერვე საჯარო სკოლა დაამთავრა.  მისი არჩევანი დედაუნივერსიტეტი და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტია, სადაც სწავლას ასპროცენტიანი გრანტით შეუდგება. მისი ფეისბუქკედელი ასეთი შინაარსის ბიოგრაფიულ ღია წერილს, ეგრეთწოდებულ “პოსტს” გვთავაზობს:

“არ ვიცი, საიდან დავიწყო, უბრალოდ, მინდა, ყველას ერთი რჩევა მივცე, არასოდეს დანებდეთ!

არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ სხვები შენზე, შენს შესაძლებლობებზე, ან მომავალზე! უბრალოდ, იბრძოლეთ თქვენი მიზნისთვის, თქვენი ოცნებისთვის, იშრომეთ და შრომა ყოველთვის დაგიფასდებათ! იმდენი რამის თქმა მინდა, იმდენი რამ დამიგროვდა სათქმელი!
ბევრს არ სჯეროდა ჩემი, ბევრს უთქვამს, რომ სრული დაფინანსებისთვის საკმარისად კარგი, ან ჭკვიანი არ ვიყავი, მაგრამ არასოდეს, არასოდეს ყოფილა სხვისი სიტყვები ჩემი უკან დახევის მიზეზი! ერთადერთი მიზანი მქონდა, მაქვს და მექნება მუდამ – ვიყო ჩემი მშობლების საამაყო შვილი!
საერთაშორისო სამართალი ავირჩიე, რადგან ვთვლი, რომ მსოფლიოში უამრავი უსამართლობა ხდება ყოველ დღე, ყოველ წამს. მე თვითონ ძალიან ბევრჯერ დამიღვრია ცრემლები უსამართლოდ, ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა უსამართლობის გამო, ბევრი რამ წამართვეს!

მეათე კლასი ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი უსამართლობის წელი იყო! სასაცილოა 15 წლის ბავშვს იმდენ უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდნენ, რომ ვერც კი იაზრებდეს რატომ და ამის გამო ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებდეს! სასაცილოა, რომ 15 წლის ბავშვს სხვისი მშობელი ლანძღავს, იმის გამო, რომ საკუთარ შვილზე მაღალი ქულები აქვს! სასაცილო და სამარცხვინოა, რომ ამდენ ტყუილს აბრალებდნენ 15 წლის ბავშვს 40-50 წლის ადამიანები! ამაზე არასოდეს მისაუბრია, თქვენს მაგივრად მრცხვენოდა უფროსებო! ვიყავი, ზეწოლის მსხვერპლი, ვიყავი მეათე კლასში, შეურაცხყოფა პირდადად მომაყენა ზრდასრულმა ადამიანმა, მეტიც “სატანაც” კი მიწოდეს! ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად ვშრომობდი და ვმუშაობდი!

ყველაფრის მიუხედავად, წელს ყველაზე რთული წელი მქონდა. დავიწყებ იმით, რომ სახლში მე და მამა დავრჩით მხოლოდ, რაც დიდი სტრესი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ყველანაირად გვერდში მედგა, მაინც მარტოს მომიწია ყველაფერთან გამკლავება. არც ვჩივი, გადამწყევტ მომენტში ყველა მარტოა, ყველამ საკუთარი ჯვარი უნდა ვატაროთ. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საუკეთესო შედეგისთვის მიმეღწია, არ ვზოგავდი ჯანმრთელობას, ენერგიას, ვმუშაობდი მაქსიმალურად, ვათევდი ღამეებს, უმეტესწილად მშიერი დავდიოდი, მაგრამ მხოლოდ ერთადერთს ვხედავდი, ჩემ მთავარ მიზანს! ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა! მსხვერპლი დიდი იყო! მთელი წელი არც ერთი ლექსი, არც ერთი ჩანახატი დამიწერია, რადგან ვიცოდი, რომ ეს ემოციებს წამოწევდა წინ, მეკი მთელი წელი გული მივჩქმალე, არ მაინტერესებდა რა მტკიოდა და მაწუხებდა, რას ვგრძნობდი, საკუთარ თავს ტირილის უფლებასაც არ ვაძლევდი, უნდა მებრძოლა და გამარჯვებას დიდი მსხვერპლი სჭირდებოდა! ყველაზე ძვირფასი ადამიანებიც კი დავკარგე, ან დამკარგეს, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი იყო, ვიყავი სხვა ნანა! ეს ბევრჯერ შემახსენეს და სამწუხაროდ, ბევრმა ვერ მიიღო ის! ლხინში ყველას გვყავს მეგობრები, ჭირში მხოლოდ ერთეულებს!

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს, დრო სჭირდება უბრალოდ, რომ ყველაფერი დალაგდეს! უსამართლობა არავის ეპატიება!

ნანი ბაგათელია (დედა-რედ) ჩემი გმირი ხარ! ყოველთვის, ყველაფერს ვაკეთებ შენთვის! მინდა, შენნაირი ვიყო!

წარმატებები ყველას! მინდა ყველამ განიცადოთ ის ბდნიერება, რომელსაც ახლა ვგრძნობ!

ჰო, იყავით გასაჭირში თქვენს მეგობრებთან, თქვენს ახლობლებთან, ვერც კი წარმოიდგენთ ეს რამდენს ნიშნავს!

მადლობა ყველას, ვისაც მცირედით მაინც გჯეროდათ ჩემი, ვინც მცირედით მაინც მედექით გვერდში, ვისაც გულით გაგიხარდათ ჩემი წარმატება!”

 მიზნის მისაღწევად შრომის და ბრძოლის აუცილებლობაზე, ნანა ქირია, ახალგაზრდული ჟურნალისთვის “ახალი სარკმელი” მიცემულ ინტერვიუშიც საუბრობს:

“- მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის წევრი ვიყავი. იქ ფიქრობ, წერ, საუბრობ, კამათობ იმ თემებზე, რაც ვერ წარმოგედგინა და აკეთებ იმ საქმეს, რომელსაც გეგონა, ვერასდროს და არასდროს შესწვდებოდი. თუნდაც ჟურნალის ნომრის რედაქტორობა, საოცნებო, მიუწვდომელი და მერე უცებ, ასე გაადვილებულ-გამარტივებული, რომელსაც შეიძლება ითქვას, ღირსეულად გავართვი თავი.
– რა არის ის მნიშვნელოვანი, რაც “სარკმელმა” გასწავლათ და მოგცათ?
– ტკბილად მახსენდება “სარკმელი”, განსაკუთრებით კი, “გულების ოთახი”, თბილი ჩაი, მია კაშიას ტკბილი ნამცხვარი და საინტერესო სტუმრები… თავისუფალი სივრცე, სადაც ის ხარ, ვინც გინდა იყო. ახლაც ვგრძნობ იმ ბედნიერებას, რომელიც იქ ყოფნისას მეუფლებოდა ხოლმე. გულის ფანცქალი და სასიამოვნო ჟრუანტელი, სტუმრისთვის დასმული კითხვის დროს რომ ვგრძნობდით. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, “სარკმელმა” განმავითარა როგორც მოქალაქე ჩემი ქალაქისა, პოეზიისა თუ პროზის მოტრფიალე, როგორც შემქმნელი და მსმენელი. მიყვარს კლუბის შეხვედრა-გაკვეთილები, წარმოუდგენელ თემებზე დაწერილი ჩანახატები, უსაზღვრო ფანტაზიებით. ეს იყო შემეცნებითი, სასიამოვნო თავგადასავლებით დატვირთული წლები, პირველი ნაბიჯი ჩემი შემოქმედების რეალიზების, საზოგადოებამდე მიტანის.
-რომელი იყო მუდამ მოუცლელი და ერთდროულად არაერთ პროექტში ჩართული ნანას პირველი წარმატება?

-პირველი წარმატება… ასე კონკრეტულად ვერ დავადებ თითს რომელიმეს. წარმატება ბევრ რამეს შეიძლება დაერქვას. ჩემი და ყველა ადამიანის პირველი და ალბათ, ყველაზე დიდი წარმატებაა, რომ დავიბადე, მოვევლინე ქვეყნიერებას, დიდ გზას, რომელიც აუცილებლად წამიყვანს მომავალი წარმატებებისკენ.

-შენ უკვე ერთი საინტერესო კრებულის ავტორიც ხარ…

-არაფერი განსაკუთრებული, ილიასი არ იყოს, „ენამ გულისა უნდა თქვას“-ო და მეც, უბრალოდ, შევაკოწიწე ჩემი წარსული ემოციები, განცდები, გრძნობები, შევურჩიე მათ საერთო სახელი „ლამაზი სევდა“ და მოვამწყვდიე ჩარჩოში ოდესღაც ბობოქარი ფიქრები. სიმართლე გითხრათ, ახლა რომ ვკითხულობ, ჟრუანტელი მივლის ხოლმე, ალბათ… ალბათ, იმიტომ, რომ გავიზარდე აზრობრივად, ემოციურად, ან ვინ იცის, იქნებ დავპატარავდი, ზეცის მოტრფიალე მიწის მონად ვიქეცი, იქნებ…
-როგორია შენი გეგმები კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით?
-ერთი რამ ვიცი დანამდვილებით, მინდა ვიყო თავისუფალი. თავისუფლება კი, მხოლოდ შრომაშია. მაკედონელისა არ იყოს, “მეფურ შრომაში” ვხედავ თავისუფლებასა და ბედნიერებას. ვიშრომებ და ცხოვრება აუცილებლად მიმიყვანს დანიშნულების ადგილამდე.”

დანიშნულების ადგილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტია, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 100 პროცენტიანი გრანტი და აქსიომა: შრომას შეჩვეულს შრომის არ შეეშინდება, წარმატებები გარდაუვალია!

“ზუგდიდელები”

 


კომენტარი

  1. Natalia

    Nutu ar cxvenia amas Ravi dachagrulad ROM warmoudgeniaa??eg tviton cdilibda sxvis dachagrvas da es ROM ar gavabedinet I’m skolashi bogmas dauxrchviaa?eg is gogo araa romelic klasels edzaxida ,,done aragaqoiset bavahvebs rom!lebmac oqro da vercxlis medalze daamtavra skola da sauketeso universitetebshi chaabares!!!es is gogoa romelsac am skolis direqtoric ukanonod cdilobda mieca meriis stipendiaa ridesac sruli atosani agar iyo da madloba zugdidis results centres da ganatlebis saministross ar ROM ar dayshves eg ukanonoba amashi tu tvlis eg tabs dachagrulad eg sakitxaviaa?????eg is gogoa romlis dedacc sms ugzavnida skolidan gadasuli bavshvebis mshobels da emuqreboda ,ROM miuvardeboda skolashi da tmebit itrevda mat shvilss!!!redaqcias kidev ROM bechdavt her gadaamowmet am bavshvis najgabni sheesabameba tuara simartle da mere dabechdett

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!