მეგრული პოეზიის საღამო


  • დღეს, “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” ორგანიზებით, მეგრული პოეზიის საღამო-მეგრული ლექსით გაიმართა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში.

ღონისძიება ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრის ირაკლი კეკუტიას ნახატების გამოფენით გაიხსნა, საღამოს უძღვებოდა პოეტი ლაშა გვასალია და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია.
საღამოზე პოეტებმა: გიორგი სიჭინავამ, გური ოტობაიამ, კოტე ნაჭყებიამ, ლია ნაროუშვილმა, გია ჯიჭონაიამ, გოგი შონიამ, ნანა კვაშილავამ, შუკო ჯიქიამ, შოთა წურწუმიამ, ივეტა წითაშვილმა, მალხაზ გრიგოლიამ, ლიონი ფიფიამ, ედემ იზორიამ, ოთარ აძინბაიამ საკუთარი ლექსები წაიკითხეს მეგრულ ენაზე ასევე ახალგაზრდებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები. საღამოს მონაწილებს სიმბოლურად გადაეცათ სპეციალურად მათთვის დამზადებული ბლოკნოტები საჩუქრად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, კულტურის განყოფილების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ახალგაზრდა პოეტები და მოწვეული სტუმრები. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ფოლკლორული ანსამბლი ჩელა.

მეგრული პოეზიის “მეგრული ლექსით” მიზანია მეგრული ენის, პოეზიის, კულტურის, პოეტების პოპულარიზაცია, რომლებიც წერენ მეგრულ ენაზე.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!