ნათია გადელიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა


  • ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ, საუდის არაბეთში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან 85/88/91 კილოგრამი დაძლია.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო, რომელიც მასვე ეკუთვნოდა. გადელიამ პოლონეთში დამყარებული რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

შეჯიბრი რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

14 − 1 =

Akismet ანტისპამი