“მწვანე ჯილდო” და ლაურა ჭაავას წარმატებები


  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. “მწვანე ჯილდოს” რჩეულთა ათეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის საბავშვო ბაღის “რწმენა”, აღმზრდელი ლაურა ჭაავა მოხვდა.

კონკურსის შესახებ, “ზუგდიდელებთან” ქალბატონი ლაურა ჭაავა საუბრობს:

ლაურა ჭაავა: “-პირველ რიგში, დავიწყებ იქიდან, რომ წლების წინ, განათლება, რომელიც მე მივიღე, ეხებოდა გარემოსდაცვით მიმართულებას, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ის სიყვარული, რაც ამ სფეროსადმი გამაჩნდა, გადამეცა და ჩამენერგა ბავშვებისათვის, რადგან აუცილებელია მათ პატარა ასაკიდანვე გააჩნდეთ სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა გარემოსადმი. უკვე 21 წელია, საბავშვო ბაღში ვმუშაობ, ამ ხნის განმავლობაში, არაერთი წარმატებისთვის მიმიღწევია ჩემ აღსაზრდელებთან ერთად, გარემოსდაცვითი მიმართულებით, თუ სხვა პროექტით. შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ყოველთვის ვცდილობ, მივიღო ახალი გამოწვევები, რომლის წინაშეც მოსწავლეებთან ერთად ღირსეულად ვდგავართ.

რაც შეეხება “მწვანე ჯილდოს”, ეს ჩემთვის ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო, სადაც მთელი წლის განმავლობაში, პატარებთან ერთად ვატარებდით გარემოსდაცვით აქტივობებს. ეს ყველაფერი კი იმთავითვე მიზანმიმართული იყო არსებული პრობლემების დაძლევისა და პატარებში გარემოსადმი სიყვარულის ჩასანერგად. განვლილი წელი მართლაც, რომ მრავალმხრივ შემეცნებითი, საინტერესო, სასარგებლო და დიდი გამოცდილების მომტანი იყო ბავშვებისათვის და არა მხოლოდ მათთვის, ჩვენთვის – აღმზრდელებისთვისაც. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი თანამშრომლების, ასევე საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ხათუნა თოლორაიას და მეთოდისტის ლუიზა ნაჭყებიას თანადგომა. ეს გამარჯვება ჩემთვისა და ჩემი აღმზრდელებისთვის უდიდესი მოტივაციის მომცემია, რაც შეგვაძლებინებს უფრო დიდ საქმეებს. საბოლოოდ ვიტყვი, რომ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული და გვახსოვდეს საკუთარი მოვალეობები გარემოსადმი. როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა: “სამყაროს არ დაანგრევს ის, ვინც ბოროტებას აკეთებს, არამედ ის, ვინც მას უყურებს არაფრის კეთების გარეშე”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!