მღვდელმთავრები კვართის მოსალოცად


როგორც “ზუგდიდელებს” ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა გიორგი ქავთარაძემ აცნობა, დღეს ზუგდიდში, კვართის მოსალოცად ჩამოსულია ხუთი მღვდელმთავარი, მათ შორის ერთი არის რუსი ეპისკოპოსი, რომელიც თავის სამღვდელოებასთან ერთად არის ჩამოსული.როგორც მამა გიორგიმ აღნიშნა ვლაქერნობაზე, ზუგდიდში, კვართის მოსალოცად ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს შორის სჭარბობს რუსი მრევლი. დღეს  ქრისტიანული საზოგადოება ვლაქერნობას — ანუ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს. ზუგდიდელებისათვის ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან  ზუგდიდის დადიანების კარის ეკლესია, სწორედ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობისაა. იმავდროულად, ზუგდიდის მუზეუმში დაბრძანებულია ღვთისმშობლის კვართი, რომელსაც ტრადიციულად, ვლაქერნობას გამოაბრძანებენ მოსალოცად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!