მუშებისათვის ხელფასის გაცემა კვლავ ჭიანურდება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ქალაქის საკრებულოს წევრებმა  ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანი წითლიძემ და ლევან კონჯარიამ ქვაფენილებზე და ტროტუარებზე მომუშავე მუშებთან ერთად, გააპროტესტეს მუშებისთვის  ხელფასის გაუცემლობა. წითლიძემ ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია და ვიცე მერი გია გულორდავა დაადანაშაულა კომპანია „მგზამგები“ და „ამი2014“ ლობირებაში, წითლიძის ინფორმაციით,  ვიცე მერმა საპროტესტო აქციაში მონაწილე 12 მუშას   გადაუხდა ხელფასი , დანარჩენი მუშები კი ხელფასის გარეშეა დარჩენილი. ოპოზიციონერი დეპუტატი ითხოვს, საქმის გამოძიებას და იმის  გარკვევას დაიკითხა  თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით ვიცე მერი გულორდავა. წითლიძე ამბობს, „გაგვცენ პასუხი რაში მონაწილეობს მერის ძმა პაატა გოგოხია და  რატომ ყიდულობენ მისგან ამ ფილებს მაღალ ფასად“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=_8bCUP4Wx68[/embedyt]

საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმე აღძრულია ფინანსურ პოლიციაში, მაგრამ შედეგი არ არის. კონჯარიას თქმით, მუშები არ აპირებენ გაჩერებას და  ფიქრობენ საპროტესტო აქციების განახლებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=zgl6P8i7xQ4[/embedyt]

მუშა პაატა ფაცაცია ამბობს, რომ დაკითხვაზე იმყოფებოდა ფინანსურ პოლიციაში, მაგრამ რეაგირება არავის ქონია. „ ვიმუშავეთ ორი თვე ნახევარი და ხელფასი არ გადაუხდიათ, ჩვენს ბრიგადას ეკუთვნის ცხრა ათასი ლარი“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=g-Rn5oLykGo[/embedyt]

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია ვიცე მერს გია გულორდავას. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ვიცე მერი მზადაა შეხვდეს მუშებს და გასცეს მათ კითხვებზე პასუხი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!