მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა “საშობაო მეჯლისი” გრძელდება


  • სკოლის პედაგოგთა მოთხოვნით, დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა – “საშობაო მეჯლისი”, გრძელდება.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.

პრეზენტაციის თემა-მეჯლისის ტრადიცია ევროპასა და საქართველოში.

“პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სახალისო აქტივობას. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით, ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან სამეჯლისო ნიღბებს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.

პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.

დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve + 14 =

Akismet ანტისპამი