მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა “საშობაო მეჯლისი” იწყება


  • დადიანების მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა – “საშობაო მეჯლისი”, იწყება.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.

პრეზენტაციის თემა- მეჯლისის ტრადიცია ევროპასა და საქართველოში.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სახალისო აქტივობას. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით, ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან სამეჯლისო ნიღბებს.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი. პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი. პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.

დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!