- სკოლის პედაგოგთა მოთხოვნით, დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა – “საშობაო მეჯლისი”, გრძელდება.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
პრეზენტაციის თემა-მეჯლისის ტრადიცია ევროპასა და საქართველოში.
“პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სახალისო აქტივობას. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით, ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან სამეჯლისო ნიღბებს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.”-ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.