მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა 


  • კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს და სამუზეუმო წელი შეაჯამეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ჯამბურიამ, სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ რუხაძემ სამუზეუმო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „წლის მუზეუმელის“ ჯილდო 20 მუზეუმელს გადასცა. მათ შორის გახლდათ ლალი ჭითანავა – სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდის მცველი.

ასევე, “წლის მუზეუმელის” ტიტული გადაეცა ნიკა ჯოლოგუას სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრის მენეჯერს.

ინფორმაციისთვის: მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წელს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით დაარსდა და იგი ყოველი წლის 18 მაისს, საზოგადოებაში მუზეუმის მნიშვნელობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით აღინიშნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen − 1 =

Akismet ანტისპამი