მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115 მილიონს გადააჭარბა


  •  worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 115 მილიონს გადააჭარბა.

მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 550 489 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 90 728 126-ია.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 + nineteen =

Akismet ანტისპამი