- worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 115 მილიონს გადააჭარბა.
მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 550 489 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 90 728 126-ია.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.