მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა


  • worldometers-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა.

ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 67.8 მილიონს მიაღწია.

კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.